26 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

15 მომხრე 26 წინააღმდეგი – პარლამენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა. სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა. მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის ცხრა წევრმა.

ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.

დღის ამბები