26 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად - რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა, ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად.

"რაც შეეხება ხატია დეკანოზის შეკითხვას შანტაჟთან და პრეზიდენტზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია - "ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ." კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა/არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი," - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დღის ამბები