26 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კანონპროექტი იმსახურებს მრავალპარტიულ მხარდაჭერას" - გრიგოლ ვაშაძე საავტორო უფლებათა დაცვის კანონპროექტზე

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  კანონპროექტი იმსახურებს მრავალპარტიულ მხარდაჭერას" - ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საავტორო უფლებათა დაცვის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. 

"რადგანაც დღეს პრინციპების დონეზე გვაქვს განხილვა, მინდა რამდენიმე საკითხზე გავჩერდე. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც  კანონპროექტი იმსახურებს მრავალპარტიულ მხარდაჭერას, აბსოლუტურად ყველა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს ამ კანონპროექტს მხარი. ახლავე გეტყვით რატომაც: პრინციპულ დონეზე ჩვენ ამ კანონპროექტით მოქალაქეს ვუბრუნებთ ორ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც კანონმდებლობის ხარვეზების გამო ჰქონდათ წართმეული. პირველი: პირადი ქონების განკარგვის საშუალება და მეორე: იმ გაერთიანების შექმნის, რომელიც მათ გემოვნებასთან უფრო ახლოა. ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. აქ დეტალებია: ნელ–ნელა, მძიმედ, 30 წლის განმავლობაში საქართველო თავისუფლდება ბიუროკრატიისგან... ამჯერად მოხდა ის, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ევროკავშირის და აშშ–ის სტანდარტებს. მინდა ვთქვა, რომ ვერც ბერნის კონვენციამ და ვერც სხვა შეთანხმებებმა ვერ გადაწყვიტეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს. მარტივი მაგალითი, ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ ნაწარმოები ხდება საზოგადოებრივი ქონება, მაგრამ ამავდროულად არსებობს მონოპოლია ნოტების გამოცემაზე. ფაქტიურად, საკუთრება არ ხდება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მონოპოლია გადადის ავტორისგან გამომცემლობაზე. მთელი მსოფლიოს ოპერის თეატრები შეწუხებულები არიან მონოპოლიის გამო. დიდი მადლობა სამუშაო ჯგუფს, საქპატენტს, ექსპერტებს, რომ გადაიდგა ცივილიზებული ნაბიჯი. და ბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ეს ფაქტობრივად, ერთადერთი კანონპროექტია, რომელზე მუშაობაც მოხდა საქართველოს მოქალაქის მოთხოვნით", - განაცხადა ვაშაძემ. 


(R)

დღის ამბები