26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, რადიკალური ოპოზიციისთვის არის აუტანელი - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია გააფთრებულია იმ მიღწევებით, რაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრისას მიაღწია. 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი განმარტავს, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი აუტანელი შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის მთავრობის წარმატება, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე. 

"კოლეგებო, ახლა ჩვენ ვიხილეთ საქართველოს დელეგაციების წარმატებული ვიზიტების შეფასება ოპოზიციის მხრიდან, ანუ, საქართველოს საპარლამენტო, თუ სამთავრობო დელეგაციებმა, რომ მოახერხეს ევროპის ყველა მინდორზე, ჩვენი ქვეყნის პოზიციების სწორად წარმოჩენა, აგერ მაგალითი იმისა, როგორი გააფთრებული შეტევა მიიტანეს საქართველოს ამ მნიშვნელოვან მომენტში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების მიღწეულ პროგრესზე.

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ აუტანელი არის რადიკალური ოპოზიციისათვის ნებისმიერი წარმატება, რასაც შეიძლება საქართველომ მიაღწიოს, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე. ეს აუტანლობა გამოწვეული იმ ტკივილით, რასაც ჰქვია ამ ხელისუფლების წარმატება და მათი რევოლუციური სცენარის არ განხორციელებისა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები