26 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
"თუ ერთი წლის წინ საფრანგეთი საერთოდ არ მოიაზრებდა გაფართოებას ჩვენს რეგიონში, ახლა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი" - ნიკოლოზ სამხარაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან არის ურყევი მხარდაჭერა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტში განმარტა, ყველა ღიად საუბრობს იმაზე, რომ მომავალში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

"თუ თუნდაც 1 წლის წინ საფრანგეთი საერთოდ არ მოიაზრებდა გაფართოებას ჩვენს რეგიონში, ახლა ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. შესაბამისად ყველა შეხვედრაზე ჩვენ დაგვიდასტურეს, ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი და ახლა უკვე ყველა ძალიან ღიად ლაპარაკობს იმაზე, რომ მომავალში საქართველო ახდება ევროკავშირის წევრი," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები