26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ბელგიაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ბელგიაში გაემგზავრა. ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, ხვალ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ბრიუსელში.

ევროპული საბჭოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ანონსი, სადაც წერია რომ ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება. ასევე ადმინისტრაციის ცნობით, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე "ევროპალია".  ფესტივალში საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს. გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაც. 

დღის ამბები