26 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის, ერთმანეთში თუ შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხს გუნდში განიხილავენ. ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციაა, რომ თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციას, კანონი არ ამოქმედდება.

"დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, ძალიან მარტივად არის საქმე. არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. ერთმანეთში თუ შეთანხმდებიან, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია. დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერონალიზებული მიდგომა და რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ეს ნიშნავს, რომ არიან ოლიგარქები და ეს ოლიგარქები აღარ უნდა იყვნენ ოლიგარქები. ამიტომ, გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა. ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას.

ევროკომისია როგორც კი დაეთანხმება ვენეციის კომისიას, მისი 12 პუნქტიდან ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგაქრიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისთვის, ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედების ვადას პირველ მარტამდე. ევროკომისია თუ გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი, მაგრამ ევროკომისია თუ არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შეთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის ამოქმედება", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები