26 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ვაშინგტონი განაგრძობს კიევის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა განაგრძობს წარმატებას რუსეთის მიერ წართმეული მიწების უკან დაბრუნების თვალსაზრისით, ვაშინგტონი კი განაგრძობს კიევის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.

"უკრაინელ ხალხს ყველაზე მეტად სურს მშვიდობა, თუმცა ეს უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ მშვიდობას, რომელიც ძირითადად ასახავს გაერო-ს წესდების პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა ორ რამეს გააკეთებს: გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას ნებისმიერ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომელიც გამოჩნდება და ასევე, შესაძლოა, ამან იქონიოს ეფექტი, რაც აიძულებს პუტინს, მოახდინოს ფოკუსირება მის მიერ დაწყებული ომის მოლაპარაკებებით დასრულებაზე, რომელიც მან დაიწყო.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მაქსიმალურ მხარდაჭერას, რათა მათ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ, მაგრამ ასევე ამ მხარდაჭერის გაგრძელებაც კრიტიკულია", - აცხადებს ბლინკენი.

დღის ამბები