26 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია - საჰაერო განგაში გამოცხადდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში "შაჰედის" ტიპის დრონებით მიიტანეს. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ირგვლივ ყველა სამიზნე განადგურდა. რუსულმა ძალებმა, ფრთოსანი რაკეტები კასპიის ზღვის ტერიტორიიდან ისროლეს.

ოკუპანტებმა კრივი-რიჰში რამდენიმე სამოქალაქო ობიექტს დაარტყეს, მათ შორის ხუთსართულიან შენობას. არის მსხვერპლი და არიან დაშავებულებიც, ზიანი ჯერ კიდევ ზუსტდება, შესაძლოა ნანგრევებში კიდევ იყვნენ ადამიანები.

დონეცკის ოლქზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი.

დღის ამბები