ვაშინგტონში გამართული პრაიდის მარში მორიგი დისკუსიის მიზეზი გახდა - სოციალურ ქსელში განხილვა გამოიწვია მარშზე ბავშვების გამოჩენამ. ერთ-ერთი ამერიკელი უფლება დამცველი ლანდონ სტარ-ბოკი twitter-ში პრაიდზე გადაღებულ ფოტომასალას აქვეყნებს და წერს, რომ მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ სექსუალური ხასიათის პერფორმანსები არ უნდა სრულდებოდეს.