26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ყველაზე მეტად დიპლომატებისთვის იქნებოდა რთული ასახსნელი, თუ რატომ არ არის მთლიანი შემადგენლობით წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობა" - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - პარტიის კონფერენციაზე, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა, არ მიიწვიეს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდის წევრები.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებას, შიდაპარტიულ არჩევნებს, პოლიტიკური საბჭოს დაკომპლექტებას, ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებისა და არჩევის წესს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციის და არასამთავრობო სექტრორის წარმომადგენლები.

"ყველაზე მეტად დიპლომატებისთვის იქნებოდა რთული ასახსნელი, თუ რატომ არ არის მთლიანი შემადგენლობით წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობა". ყველაზე კარგად მათ იციან დემოკრატიის ფასი და შესაბამისად ეს ყველაფერი გავლილი აქვთ და არ მგონია მარტივი ასახსნელი ყოფილიყო თუ რატომ იყო კონკრეტულად ერთი ჯგუფი, მერაბიშვილ-კეზერაშვილის ჯგუფი აღნიშნულ შეხვედრაზე და სხვა ჩვენი მეგობრები არ იმყოფებოდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენმა გუნდის წევრებმაც კარგად იციან უცხო ენა და შესაბამისად შეეძლოთ აღნიშნულ შეხვედრაზე დასწრება.

არც ვგეგმავ მე პირადად პარტიის დატოვებას. თუ ვინმეს ეს უნდა და ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუხარდება დღეს კომფორტის ზონაში დარჩენა ისე, რომ პარტიის შიგნიდან ამ ყველაფერზე არავინ ისაუბროს, უკაცრავად, მე ამ ადამიანებს აქვე შემიძლია გავუწბილო გული," - აცხადებს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები