საპროტესტო აქცია მოლდოვაში - აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის პიკეტირება სცადეს, რასაც პოლიციამ ხელი შეუშალა.
სასამართლოს შენობაში შეხვედრა იმართებოდა, სადაც განიხილავდნენ რამდენად კანონიერად ფუნქციონირებს პოლიტიკური პარტია "შორის" .
პრორუსული პოლიტიკური ძალის შესაძლო აკრძალვის გასაპროტესტებლად დედაქალქისკენ ათობით მიკროავტობუსი ჩავიდა.
აქცის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდენ და მოსამართლეებს სამართლიანი განაჩენის გამოტანისკენ მოუწოდებდნენ.