26 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ტანას აღკვეთილი, ტანას და თეძამის დაცული ლანდშაფტი - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების ფართობები იზრდება. ახალი დაცული ტერიტორია - ტანას აღკვეთილი, ტანას და თეძამის დაცული ლანდშაფტი შიდა ქართლის რეგიონში გორის მუნიციპალიტეტში დაარსდა. ეს ტერიტორია, ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას. 32 850 ჰექტარზე განთავსებულ დაცულ ტერიტორიას მნიშვნელოვანი კონსერვაციული ფუნქცია აქვს.

თბილისიდან ზუსტად 2 საათში გორის მუნიციპალიტეტში ტანას აღკვეთილი და თეძამის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს.

დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ბოშურში კარვების, საძილე ტომრების გარდა, დასვენება უკვე საოჯახო სასტუმროებშიც შეიძლება.

რეგიონის განვითარებისა და სამომავლოდ, მისი ტურისტული პოტენციალის სათანადოდ ათვისებისთვის, რეკრეაციული სივრცეები ეტაპობრივად მოეწყობა.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი 

დღის ამბები