იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 18:55 საათზე მოხდა.
მიწისძვრის სიღრმე 140 კმ იყო.
დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში.