26 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში არ გვექნება ეს პუნქტები შესრულებული, იმედი მაქვს, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი - ალექსანდრე რაქვიაშვილი კანდიდატის სტატუსზე

12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვინაიდან 12 რეკომენდაცია შესრულებული არ არის.

"სანამ ეს 12 რეკომენდაცია არ შესრულდება, ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები 1 წლით კიდევ გადაგვივადებენ ამ საკითხს," - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა დავით ხაჯიშვილმა.

სხვა პარტიებში კი პროგნოზები შედარებით პოზიტიურია - "გირჩი" ფიქრობს, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მოთხოვნების დიდი ნაწილი შესრულებულია და მათ იმედი აქვთ, რომ ევროპელი ლიდერები სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"რაც ეხება 12 პუნქტს და შესრულებას, პრინციპში პროცესი დასრულებულია. გასაგებია, რომ ამ მომენტისთვის სავარაუდოდ რამდენიმე პუნქტი არ იქნება შესრულებული, პოლარიზაციის ნაწილი, სასამართლო რეფორმის და ოლიგარქიზაციის. პოლარიზაცია გასაგებია, რომ ორივე მხარეზეა - ოპოზიციაზეც და "ქართულ ოცნებაზეც", დანარჩენ ნაწილში "ქართული ოცნების" პასუხი იყო.

მაგრამ, მე იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში არ გვექნება ეს პუნქტები შესრულებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება დადებითი," - აცხადებს "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები