26 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"12-15 წლის წინ რა იყო, მე პირადად და სტრატეგია აღმაშენებელს არ გვაინტერესებს" - სერგო ჩიხლაძე ჯაფარიძის განცხადებაზე

ზურაბ ჯაფარიძის მიერ 2011 გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში დეტალური შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგო ჩიხლაძე ამბობს რომ ახლა არის 2023 წელი და არა 2011 წელი და მათთვის ის უფრო საინტერესოა, ახლა რა ხდება ქვეყანაში.

"თქვენ უნდა ჰკითხოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაღაცა პოზიცია აქვს. ჩემზე ხომ არ არის? მე მითხარით მე რა ვთქვი და რა გავაკეთე, სხვებზე კომენტარს არ ვაკეთებ. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ ახლა არის 2023 წელი და არა 2011 წელი. 12-15 წლის წინ რა იყო, მე პირადად და სტრატეგია აღმაშენებელს არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს დღეს რა ხდება, ხვალ სად იქნება საქართველო და ევროკავშირის სტატუსს როდის მივიღებთ," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით პოზიციები იცვლება იმის მიხედვით, თუ რა არის პოლიტიკოსების გადმოსახედით იმ მომენტში მომგებიანი.

"ზოგადად, თავისუფალი ვაჭრობა რომ ყოველთვის კარგია და ძალიან სერიოზული საბაბი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, რომ თავისუფალ ვაჭრობას ხელი შეუშალოს. ხოლო რაც შეეხება, პოლიტიკოსები ზოგჯერ ასე ამბობენ ან ისე ამბობენ, ეს მგონი ძალიან ბუნებრივია, როცა პოზიციები იცვლება იმისა მიხედვით, თუ რა არის ამ კონკრეტულ მომენტში პოლიტიკოსების გადმოსახედით მომგებიანი და არა რაღაც პრინციპებზე დაყრდნობილი. თუ პრინციპული ხარ, ასეთ რაღაცებში პოზიცია არ უნდა შეცვალო,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება 2011 წელს გააკეთა, სადაც ამბობდა, რომ:

"თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს იქნება ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქართული ბაზრისთვის და მათ შორის ბევრი ადამიანის დასაქმების წყაროც გახდება, ძალიან იდიოტი ქვეყანა უნდა იყოს დღეს ზოგადად, რომ ექსპორტი აუკრძალოს თავის მოქალაქეებს ნებისმიერ ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, გინდა რუსეთი იყოს, გინდა ნებისმიერი ქვეყანა".

დღის ამბები