26 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება მზად იმისათვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივნისის ბოლომდე რეკომენდაციები შესრულებული იქნება და იმედოვნებს, რომ დეკემბერში ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

"აქტიურად ვმუშაობთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად, იმისათვის რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, იქნება სამართლიანი. სამწუხაროდ, შარშან ევროპული საბჭოს მხრიდან მიღებული იყო გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოებისთვის. იმედი გვაქვს, ამ შემთხვევაში, დეკემბერში მიღებული იქნება სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ივნისში იყო უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ივნისში გვეკუთვნოდა ჩვენ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ქულებით შეფასებაც გამოაქვეყნა ევროპულმა კომისიამ. ამითაც დადგინდა, რომ ჩვენ ბევრად ვუსწრებთ მოლდოვას, ვუსწრებთ ბოსნიას. ამის მიუხედავად, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. აქედან ჩანს, რომ შარშან ივნისში მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს მხრიდან. წელს, იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები