"რა? სად? როდის?" - ევროკავშირი მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს. პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა. მასში ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო.
თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება.