26 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
მსოფლიო აღიარება და უძრავი ქონების ოსკარი ბათუმის სტადიონს - საქართველო ამ მიმართულებით რჩეულთა შორის მოხვდა

მსოფლიო აღიარება და უძრავი ქონების ოსკარი ბათუმის სტადიონს - პირველად და მსოფლიო მასშტაბით, საქართველო ამ მიმართულებით, რჩეულთა სიაში მოხვდა. ღონისძიებას, სადაც ყოველწლიურად განსაკუთრებულ, გამორჩეულ და ინოვაციურ პროექტებს ავლენენ, მაიამიმ უმასპინძლა. FIABCI-ის მსოფლიო კონგრესში კი 70 ქვეყანა მონაწილეობდა. სამი ათასზე მეტი სტუმრის თანდასწრებით, ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩაიბარა.

აჭარბეთ არენა, სადაც 20 ათასზე მეტი ადამიანი ეტევა, 2020 წელს გაიხსნა და არაერთი ისტორიული თამაშის მასპინძელიც გახდა.

დღის ამბები