"ზეგ"- ამბის თხრობის ფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა. სამდღიანი ფესტივალი პანელურ დისკუსიებს, სესიებს და არაფორმალურ ღონისძიებებს მოიცავს.
მონაწილეობას კი მსოფლიო სხვადასხვა წერტილიდან რეჟისორები, სცენარისტები, ჟურნალისტები და სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე პროფესიონალი იღებს. დღეს, ფესტივალს ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, შონ პენი დახურავს.