26 ნოემბერი 2024,   10:56
ვრცლად
თუ არ მოუნდებათ, 12 რეკომენდაცია კი არა კიდევ მსგავსი 24 რეკომენდაცია რომ შევასრულოთ, კანდიდატის სტატუსს მაინც არ მოგვცემენ, ამიტომ ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე - მამუკა მდინარაძე

თუ არ მოუნდებათ, ეს 12 რეკომენდაცია კი არა კიდევ 24 რომ შევასრულოთ, მსგავსი რეკომენდაცია, მაინც არ მოგვცემენ. ამიტომ, ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

"თუ ობიექტური, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და თუ უნდათ, მოგვცემენ ამ სტატუსს, რადგან როდესაც მოუნდათ, ეს სტატუსი დსთ-ში მყოფ ქვეყანას მისცეს და თუ მოუნდებათ, ჩვენც თავისუფლად მოგვცემენ - ამის საფუძველი აქვთ საკმარისზე მეტი. თუ არ მოუნდებათ, ეს 12 რეკომენდაცია კი არა კიდევ 24 რომ შევასრულოთ მსგავსი რეკომენდაცია, მაინც არ მოგვცემენ. ამიტომ, ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. თუ ამ ქვეყნის დასჯას ვიღაც მოინდომებს და ამის საკმარისი პოლიტიკური ძალა ეყოფა, რომ დასაჯოს იმისთვის, რომ სანქციებს არ უერთდება, დასაჯოს იმისთვის, რომ თავის მოქალაქეებს უფრთხილდება, დასაჯოს იმისთვის, რომ ომში არ ერთვება, დასაჯოს იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ფიზიკური გადარჩენის ნარატივზე უპირატესად, ფიქრობს პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე, ამისთვის დასჯას თუ მოინდომებენ, შეუძლიათ, თუმცა ვფიქრობ რთული იქნება. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამის მიმართ და ვფიქრობ, ასე მარტივი არ არის," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები