26 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
მამუკა მდინარაძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა, რაც არ გამოუვიდათ, საკადრისი პასუხი გაეცათ თავად სტუდენტების მხრიდან

თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები, ამის შემდეგ მივიდნენ ადამიანები, რომლებმაც ეტყობა ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით სცადეს პროვოკაციის მოწყობა, რაც არ გამოუვიდათ, იმიტომ, რომ საკადრისი პასუხი გაეცათ თავად სტუდენტების მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძის ლექციის დასრულების შემდეგ, თსუ-ში მომხდარი ინციდენტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პროვოკაციის ორგანიზატორი ტელეკომპანია "ფორმულა" იყო, ვინაიდან აღნიშნული ტელევიზიის გადამღები ჯგუფი, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმაზე ადრე მივიდა, ვიდრე პროვოკაციის მომწყობი პირები.

მდინარაძის თქმით, ინციდენტში მონაწილეები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ და მათ ირაკლი კობახიძის სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი მიიღეს.

"რეალურად, ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, შეიძლება თსუ-ის სტუდენტი იყო, მაგრამ იქ არაფერი ესაქმებოდა. ვინც იყო ირაკლის სტუდენტი, უსმენდა ლექციას და ვისაც ეკუთვნოდა, რომ იმ ლექციაზე მსხდარიყვნენ, იმათ გასცეს საკადრისი პასუხი, როგორც ვნახე, გადაამისამართეს შესაბამის ადგილზე ის რუბლებიც“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები