26 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა "ევრო 2024-ის" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ევრო 2024-ის" საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. საწვრთნელ პროცესს დღეიდან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ, გიორგი მიქაუტაძე კი ეროვნულ გუნდს 11 ივნისს შეუერთდება და ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით იქნება.

ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს ლარნაკაში კვიპროსს დაუპირისპირდება, 20 ივნისს კი საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ, გლაზგოში ითამაშებს.

დღის ამბები