40 დღიანი ძებნის შემდეგ, ამაზონის ჯუნგლებში 4 ბავშვი ცოცხალი იპოვეს. არასრულწლოვანები პირველ მაისს, კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ გადარჩენილები არიან.
თვითმფრინავში, ბავშვებთან ერთად მათი დედა და ორი მფრინავი იმყოფებოდა. სამივე მათგანი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა. გადარჩენილი და-ძმების ასაკი 13, 9, 4 და 1 წელია.
სამძებრო ოპერაციაში ათობით ჯარისკაცი და ადგილობრივი მონაწილეობდა. ამ დროისთვის, ბავშვები ბოგოტას საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ.