შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის, სოფელ კევლიანში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.