26 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს - ევროკავშირის ელჩმა აჭარაში ვიზიტი დაასრულა

ევროკავშირის ელჩმა აჭარაში ვიზიტი დაასრულა. პაველ ჰერჩინსკი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, მედიის წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს შეხვდა.

დიპლომატმა ქედაში "ევროკლუბიც" გახსნა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და განათლების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

"აჭარაში ჩემი პირველი სტუმრობისას ძალიან ინტენსიური, თუმცა ამავე დროს, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი პროგრამა გვქონდა. ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესის წარმომადგენლებს, სასულიერო პირებს. ჩვენ აქ, საქართველოში რიგით მესამე "ევროკლუბი" გავხსენით. მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ახალგაზრდას, რომლებსაც ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციისა და ცოდნის მიღება სურთ. აგრეთვე, მომეცა საშუალება, გავცნობოდი საოცარ ქართულ სტუმართმოყვარეობას. მოვინახულეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი. შევხვდი ადგილობრივ ბიზნესმენებს, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით ისარგებლეს. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო იმის ნახვა, თუ რა გავლენა მოახდინა ევროკავშირის მიერ გაწეულმა დახმარებამ აჭარაში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები