26 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"ქართული ოცნება" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი პარტიის რაიონულ კონფერენცია ამჯერად მცხეთაში იმართება.

სახელისუფლებო გუნდის ლიდერები, ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. იგეგმება ახალი წევრების არჩევა. იმსჯელებენ სამომავლო გეგმებზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

"მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვიწყებთ პარტიულ კონფერენციებს. ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართება ამ დღეების განმავლობაში კონფერენციები. პირველი კონფერენცია გვექნება მცხეთაში, აქაც რა თქმა უნდა, მივიღებთ საკადრო გადაწყვეტილებებს, ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ასევე ბიუროს წევრებს და ასევე, გვექნება პარტიის წევრებთან საუბარი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები