26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება დაიბაროს საქართველოს პრემიერი... 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცეებს ავალებდნენ - ირაკლი კობახიძე

"როცა ასე უყურებ საკუთარ ქვეყანას, რომ შენი პრემიერ-მინისტრი, შეიძლება გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბაროს და მერე წამზომი ჩაურთოს, ეს არის საკუთარი ქვეყნის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოხატულება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ღარბაშვილი-შოლცის შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრემიერი გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

"ეს არის ერთადერთი რამის დასტური, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" პოლიტიკური პარტიებით, ენჯეოებით და ტელევიზიებით არის - უცხოური აგენტურა. უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება დაიბაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე, 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცეებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცეები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ, ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავინ, ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები