26 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ისინი ცდილობენ უფრო გამოიკვეთონ თავიანთი პოლიტიკური იდენტობა და მათ შორის ამას ახდენენ "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმის ხარჯზე - ირაკლი ფავლენიშვილი "ლელოს" ინიციატივაზე

ოპოზიციის მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის - მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის, გამარჯვებამდე გზა ერთიანობაზე გადის, თუმცა იდეამ კრახი უკვე განიცადა. ოპოზიციის ნაწილი, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს. მიზეზად კი ღირებულებათა სხვაობა სახელდება.

საპირისპიროს ამტკიცებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი მათი იდეის ქვეშ გაერთიანებას ურჩევენ.

"ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინაშე დგას ამოცანა, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ამიტომაც, ისინი ცდილობენ უფრო გამოიკვეთონ თავიანთი პოლიტიკური იდენტობა და მათ შორის, ამას ახდენენ "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმის ხარჯზე. რამდენად წარმატებული იქნება, ეს არ ვიცი. უმჯობესი იქნება, რომ სამიზნეები გაასწორონ ოპოზიციური პოლიტიკურ სპექტრში. ერთიანობა გულისხმობს, არა საარჩევნო სიის ერთად შედგენას, არამედ გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა ეტაპზე. არავინ არ სთხოვს მათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შთაინთქან, პირიქით "ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება აწყობდეს კიდეც, რომ არსებობდეს სხვა პოლიტიკური ძლიერი ცენტრები, ისევ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ კოორდინაციას და სტრატეგიულ პარტნიორობას წინ არაფერი უდგას", - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია შეთანხმებას მიაღწევს, კამპანიას ბევრად წაადგება.

"ლელოს"თუ არ სურს, აქ მარტივი გადაწყვეტაა, არ სურს და არც არავინ არ აძალებს. არავის არ აძალებს ვინმე ძალით დადგეს. ისე არ უნდა გაგვიტაცოს შიდა ოპოზიციურმა დაპირისპირებამ, რომ დაგვავიწყდეს მთავარი პრობლემა "ქართული ოცნების" სახით. ხალხის დაკვეთა არის, ერთიანობა საქართველოსთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ თავს ვესმით ერთმანეთ, ეს არის "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა. ჩვენ მზად ვართ, მორატორიუმი გამოვაცხადოთ ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაზე. ამ სტრატეგიულ შეთანხმებას თუ მივაღწევთ, ბევრად წაადგება კამპანიას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები