26 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ალბერტა, ახალი შოტლანდია და კვებეკი - კანადაში მასშტაბურმა ხანძარმა კრიტიკული შედეგები გამოიწვია

ალბერტა, ახალი შოტლანდია და კვებეკი - ეს კანადის ის პროვინციებია, სადაც მასშტაბურმა ხანძარმა კრიტიკული შედეგები გამოიწვია. 414 აქტიური ხანძრის კერიდან, კონტროლირებადი მხოლოდ 175-ია. ამ დრომდე ტყის ხანძრების შედეგად, 4 მილიონი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, რაც 15- ჯერ მეტია ბოლო 10 წლის განმავლობაში მიყენებულ ზარალთან შედარებით. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ათი ათასობით ადამიანი, თავშესაფრებში რჩება .

შექმნილი მდგომარეობის გამო, სკოლები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, გაუქმდა ავია რეისები, გადაიდო ღონისძიებები. მთავრობა მოსახლეობას შინ დარჩენისა და პირბადეების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

კანადის ხანძარმა სერიოზული დაკვამლიანება გამოიწვია შეერთებულ შტატებში. ნარინჯისფერი ნისლის გამო, ხილვადობა გართულებულია ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ფილადელფიაში. იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის კერები არ შემცირდება, დაბინძურებული ჰაერის ნაკადი ჯორჯიის , ლუიზიანას, ოკლაჰომას, ნებრასკასა და ილინოისის მიმართულებით გადაინაცვლებს. კვამლის გამო, ნიუ-იორკში რესტორნები და სკოლები დახურეს. პრეზიდენტმა ბაიდენმა, კანადას დახმარებისთვის 600 მეხანძრე და ტექნიკა გაუგზავნა. კანადას დახმარება გაუგზავნა საფრანგეთმაც .

კანადაში, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, 12 ათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს. ხანძრის ლიკვიდაციას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი უშლის.

დღის ამბები