კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეულ წყალდიდობას, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ხერსონის ოლქში, უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 48 დასახლებულია პუნქტია დატბორილი, ევაკუირებულია 2412 ადამიანი. ნიკოლაევსკის ოლქში, დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი და ევაკუირებულია 825 ადამიანი.