26 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
ხმაური იყო თბილისის საკრებულოსთან - ანა დოლიძის პარტიის წევრმა, საკრებულოს შენობაზე განთავსებული საინფორმაციო დაფის შეღებვა სცადა

ხმაური იყო თბილისის საკრებულოსთან - ანა დოლიძის პარტიის წევრმა ნინო წულაძემ სცადა საღებავით შეეღება საკრებულოს შენობაზე განთავსებული საინფორმაციო დაფა. დაფაზე წარწერა ქართულ ინგლისურ და რუსულ ენაზეა გაკეთებული.

ოპოზიციონერი დეპუტატის პროტესტი სწორედ რუსულმა წარწერამ გამოიწვია. მას საკრებულოს დაცვამ დაფის გადაღებვის უფლება არ მისცა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

"წითელი ხაზი არის ოკუპაციის სიმბოლო. ოკუპაციის სიმბოლო, რომლითაც მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან არანაირი სახის მეგობრული, თუ პოლიტიკური ურთიერთობები არ შეიძლება. იმიტომ რომ ეს სახელმწიფო არის აგრესორი და მტერი, მათ შორის განსაკუთრებული სიმძაფრით ეს საქართველოს აქვს გამოვლილი,"-აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან ”ხალხისთვის”თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან "ხალხისთვის" ნინო წულაძე.

დღის ამბები