ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა 259-ე მუხლით დაიწყო. საუბარია ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკი მოპყრობაზე.
მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში მომხმარებელმა დაწერა, რომ ვაზისუბანში, გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა.
"ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოჰყვებოდა, ამან ამოიღო, ესროლა, მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!!! ასეთი ადამიანსაც არ დაინდობს! რა გჭირთ ასეთი, რა ტრავმა მოგყვებათ ცხოვრებაში, რომ ამხელა სისასტიკეს სჩადიხართ! საწყალი ცუგო შეეწირა. საჩივარი შეტანილია... საკადრისად უნდა დაისაჯოს! მთელი უბანი მოვითხოვთ!" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.