სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახალ მონაცემებს აქვეყნებს - წინასწარი შეფასებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ამ წლის პირველ კვარტალში 496 მილიონი დოლარი შეადგინა. ამავე ცნობით, 2022 წლის პირველი კვარტლის შემდეგ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 5-ჯერზე მეტად არის გაზრდილი.
2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით კი ზრდა 56 პროცენტს შეადგენს. ქვეყნების მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა, შემდეგ მოდის იაპონია და თურქეთი.