26 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
სატელეფონო ჩანაწერი ამტკიცებს, რომ ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა. უწყებამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სადაც ორი მამაკაცი კატასტროფის შედეგებს განიხილავს.

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ რუსი დივერსანტების მიზანი კაშხლის აფეთქებითა და კატასტროფის გამოწვევით უკრაინის დაშანტაჟება იყო.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ასეთი რამ მსოფლიოში "არცერთ ტერორისტს, რუსეთის გარდა არ ჩაუდენია" :

"რუსი ტერორისტები ცდილობენ კიდევ უფრო გაამწვავონ ვითარება, რომელიც მათ ეკოციდით გამოიწვიეს. ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული. ისინი აგრძელებენ ხერსონის რეგიონის დაბომბვას, რაც უკვე დატბორილია ტერორისტების მიერ. ევაკუაციის პუნქტებსაც კი დაბომბავენ, რაც ნამდვილად ბოროტების გამოვლინებაა. ასეთი რამ ალბათ, მსოფლიოში,არცერთ ტერორისტს, რუსეთის გარდა, არასოდეს გაუკეთებია.

დღეს მსოფლიოში არავინ დარჩენილა, ვინც ვერ დაინახავს, რომ რუსეთს ველურები მართავენ. ჩვენ პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, მსოფლიომ დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია გაუმკლავდეს ასეთ ტერორისტებს," - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები