26 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
პუტინი იფიქრებს, რომ ალიანსი დაიღლება და დანებდება, მაგრამ ასე არ არის - რა თქვეს ჯო ბაიდენმა და რიში სუნაკმა შეხვედრის შემდეგ

"პრეზიდენტი პუტინი იფიქრებს, რომ ალიანსი დაიღლება და დანებდება, მაგრამ ეს ასე არ არის,"– განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ უკრაინელებთან მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ომის შემდეგ გრძელვადიანი უსაფრთხოების შექმნაა.

"ჩვენ განვიხილეთ ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც იცავს თავს ყველაზე სასტიკი აგრესიისაგან, რომელიც გვინახავს დიდი ხნის განმავლობაში რუსეთისა და პუტინის ხელში. დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა სხვა 50-ზე მეტ პარტნიორთან ერთად უკრაინას ისტორიული დახმარება გაუწია.

უკრაინელებთან და განსაკუთრებით ზელენსკისთან მოლაპარაკებებში გრძელვადიანი უსაფრთხოება ამ ომის შემდეგ მომავალი აგრესიის შესაჩერებლად ჩვენი მიზანია, და ამ მიზნის წინსვლას იმ მხარდაჭერით უზრუნველვყოფთ რომელიც უკრაინას ახლა ბრძოლის ველზე სჭირდება.

მჯერა, რომ გვექნება საჭირო დაფინანსება უკრაინის მხარდასაჭერად იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

დღის ამბები