26 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
საფრანგეთში, სირიელმა დევნილმა დანით 6 მოქალაქე დაჭრა, მათგან 4 ბავშვია

მორიგი ტრაგედია დატრიალდა საფრანგეთში. სირიელმა დევნილმა დანით 6 მოქალაქე დაჭრა, მათგან 4 ბავშვია.

მოქალაქეებზე თავდასხმა, ქალაქ ანსის საბავშვო მოედანზე მოხდა.

სირიაში დაბადებულმა პირმა, რომელსაც უკვე 10 წელია შვედეთისგან დევნილის სტატუსი აქვს, დანა ხალხმრავალ მოედანზე ამოიღო. ის ქაოსურად ესხმოდა თავს ყველას. ყველაზე პატარა 2 წლის ბავშვია, მას დანა საბავშვო ეტლში ჩაარტყეს.

რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია, თავდამსხმელის დაკავება კი, საფრანგეთის პოლიციამ მხოლოდ მისი ფეხში დაჭრის შემდეგ შეძლო. მომხდარს უკვე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

"აბსოლუტურად მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში. ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მთელი ერი შოკირებულია." - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთის პრეზიდენტი.

დღის ამბები