"დელიკატური დილემები" - ამ სახელწოდებით the why not gallery-მ მარიამ ახობაძის და დავით ნათიძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე ნაჩვენები იყო, დავით ნათიძის ბუნებრივ ქვაში შესრულებული მცირე ზომის სკულპტურები.
ხელოვანი შთაგონებას ბუნებრივი ფორმებიდან იღებს. ხოლო ახალგაზრდა ფერმწერის, მარიამ ახობაძის ნამუშევრებში ასახულია ფიგურების სერია, რომელიც ტანმოვარჯიშეების გარშემო ვითარდება.
ფერწერულ ტილოზე ნაჩვენებია, ტანვარჯიშის ილეთები და სხვადასხვა პოზაში გაყინული ადამიანები. ამავე გალერეის სხვა სივრცეში, დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს თორნიკე ბენდელიანის პირველი, სოლო გამოფენა საქართველოში - “თორმეტი მოქმედება". გამოფენა, დღეს გაიხსნა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.