"დაჩისთან სტუდიო ვიზიტი" - ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე მოწყობილ სახელოსნოში გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, დეკორაციები, რომლებიც ხელოვანმა სამი თვის განმავლობაში შექმნა. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო.