26 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
დეპოლარიზაცია არის გადამწყვეტი ყველა პროცესში, შემთხვევითი არ იყო, რომ ევროკავშირმა ჩამოაყალიბა სია, რომელიც დეპოლარიზაციას პრიორიტეტად მიიჩნევს-ხატია წილოსანი

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ  დეპოლარიზაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ პროცესში და სწორედ ამიტომ არის, 12 რეკომენდაციის პირველივე პუნქტში მისი შესრულება მნიშვნელოვანი. 

როგორც ხატია წილოსანი განმარტავს, მთავრობამ, რეკომენდაციების მიღებისთანავე დაიწყო სამუშაო ჯგუფების შექმნა და სხვადასხვა თემაზე მუშაობა. 

"მე ვფიქრობ, რომ დეპოლარიზაცია არის ის, რაც გადამწყვეტია ყველა პროცესში. შემთხვევითი არ იყო, რომ ევროკავშირმა ჩამოაყალიბა სია, რომელიც დეპოლარიზაციას პრიორიტეტად მიიჩნევს და ეს არის ნომერ პირველი რეკომენდაცია. როგორც აღინიშნა, სამწუხაროდ, ჩვენი ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგის მხრიდან ინკლუზიური პროცესი სრულად არ დაკმაყოფილდა. თუმცა, ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ პროცესი მაქსიმალურად ღია და ინკლუზიური გავხადეთ. რეკომენდაციების მიღებისთანავე, ერთ კვირაში დავიწყეთ სამუშაო ჯგუფების შექმნა თითოეულ თემაზე. 

ჩვენ ვცდილობდით ჩაგვერთო სამოქალაქო საზოგადოებაც, სამთავრობო ინსტიტუტები, რადგან პარლამენტი იყო ის ინსტიტუტი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა და ახლაც ვაგრძელებთ. როგორც მე ვამბობ, დეპოლარიზაცია არის ის, რომ დავივიწყოთ ჩვენი შიდა დაპირისპირება სხვადასხვა თემაზე და ერთიანნი ვიყოთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე . ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ახლა არის წარმოდგენილი პარლამენტში, არ არის ამ პროცესის ნაწილი და ისინი კვლავ ბოიკოტს უცხადებენ პროცესს,"-აცხადებს ხატია წილოსანი.

დღის ამბები