26 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს- სესიის მეორე ნაწილი სრულად დაეთმობა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესს

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. სესიის მეორე ნაწილი სრულად დაეთმობა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესს, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციას, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. სხდომაზე სიტყვით გამოდიან ქართველი დეპუტატები, მათ მოსაზრებებს უზიარებენ ასოცირების კომიტეტის წევრებიც.

ევროპელი კონსერვატორების და რეფორმების ჯგუფის წევრი კოსმა ზლატოვსკი აცხადებს, რომ გუნდა უნდა იპოვოს გამოსავალი პოლარიზაციის დასაძლევად.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით თორმეტი პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროგრესს. პირველი, დეპოლარიზაცია ყველაზე რთულია, რას ნიშნავს ეს დეპოლარიზაცია? პოლარიზაცია არის დემოკრატიის ბირთვი, ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთი, რომ ხალხმა იცოდეს ვინ უნდა აირჩიოს.

მაგრამ ხანდახან ეს პოლარიზაცია შეიძლება ძალიან შორს წავიდეს. შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებისგან ბატონი სააკაშვილის გათავისუფლება იყოს ჟესტი, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ მოპყრობა ნამდვილად გულდასაწყვეტია ევროპარლამენტის უამრავი წევრისთვის.

ჩვენ თქვენი და თქვენი ხალხის მეგობრები ვართ. კარგია რასაც ვისმენთ, მაგრამ იმის მოსმენა კი არ გვინდა რას აკეთებთ, არამედ იმის როგორ გადაწყდეს პრობლემები, ჩვენ მხარს ვუჭერთ სტატუსს, ჯგუფების შექმნა არაა საკითხის გადაწყვეტა. მმართველმა გუნდა უნდა იპოვოს გამოსავალი პოლარიზაციის დაძლევის,"-აცხადებს კოსმა ზლატოვსკი.

დღის ამბები