26 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
კანდიდატის სტატუსი არ არის "ოცნების" საკუთრება და თხოვნაა, რომ მოკლევადიან პრობლემებზე თვალი დახუჭონ და გრძელვადიანად იაზროვნონ- ჰერმან საბო

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ის მთავარ აქცენტებს ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით დასვამს.

როგორც ჰერმან საბო აცხადებს, კანდიდატის სტატუსი არ არის "ქართული ოცნების" საკუთრება და ევროპარლამენტმა გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა იაზროვნოს.

"ჩემი მთავარი აქცენტები იქნება ის, რომ მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც საქართველოს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" იდეალურად არ იქცევა ამ სიტუაციაში და ჩვენ ბევრად მეტის მიღება შეგვიძლო, ჩვენ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვთხოვთ, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს კანდიდატის სტატუსი არ არის "ქართული ოცნების", ეს სტატუსი არის საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს, როგორც ქვეყნის. იმედია მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს. ჩვენი მხრიდან, თხოვნაა, რომ რაღაცაზე მოკლევადიან პრობლემებზე თვალი დახუჭონ და გრძელვადიანად იაზროვნონ", - განაცხადა ჰერმან საბომ.

დღის ამბები