26 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
გვესმის გარკვეული განცხადებები, რომლებიც ძალიან ხშირად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას და ხშირად დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციას გულისხმობს- ბოჭორიშვილი

ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს. სესიის მეორე ნაწილი სრულად დაეთმობა 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესს, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა რეკომენდაციას, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. სხდომაზე სიტყვით გამოდიან ქართველი დეპუტატები, მათ მოსაზრებებს უზიარებენ ასოცირების კომიტეტის წევრებიც.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ოპოზიციასაც აქვთ შესაძლებლობა მოისმინოს მმართველი გუნდის პასუხები.

"ჩვენ გვესმის გარკვეული განცხადებები, რომლებიც ძალიან ხშირად ეფუძნება არასწორ ინფორმაციას. თუმცა ასეთი ტიპის დისკუსიები და შესაძლებლობა, რომ გვქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის კარგი.

ყველას აქვს შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, მათაც აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ჩვენი პასუხები. ერთი რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ძალიან ხშირად ევროპარლამენტარები, ან პარლამენტის მხრიდან ხდება წინსწრებით განცხადებების გაკეთება ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების გასაკეთებელ საკითხებთან დაკავშირებით.

ეს მნიშვნელოვანია, რომ ვაცადოთ ყველა იმ ინსტიტუტს, ვისი პრეროგატივაც არის აკეთოს შეფასებები, მოვემზადოთ იმისთვის, რომ ჩვენ ოქტომბერში გვქონდეს ევროკომისიის შესაბამისი შეფასება.

წინასწარ მსგავსი განცხადებები აზიანებს პროცესს და იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი საზოგადოებაში დეპოლარიზაციას, პირიქით ხდება ხოლმე პოლარიზაციის საფუძველი,"აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები