ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისების რაოდენობას მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 96 % ით გაიზარდა, მგზავრების რაოდენობამ 126 864 შეადგინა.
ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80% გაიზარდა.