26 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება.
 
ირაკლი ღარიბაშვილი სამონატრო კომპლექსში ორი დღის წინ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
 
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
დღის ამბები