თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებისთვის სალექციო კურსს იწყებს.
შემეცნებითი კურსის - "მე, საქართველოს მომავალი" ოფიციალური გახსნის ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" გაიმართა.
კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა და მინისტრის მოადგილემ.