26 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი კანადაში - დამწვარია 4 მილიონამდე ჰექტარი

მასშტაბური ხანძარი კანადაში - ცეცხლმა ასობით ტყე მოიცვა. 4 მილიონამდე ჰექტარი უკვე დამწვარია, რაც 15-ჯერ აღემატება 10 წლიან საშუალო მაჩვენებელს.

კანადის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადამიანებმა უნდა ატარონ პირბადეები, თუ მათ არ შეუძლიათ დარჩნენ შენობაში.

კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 12 000-დე მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

ძლიერი დაკვამლიანება კანადის გარდა შეინიშნება შეერთებულ შტატებშიც, რის გამოც სპეციალური უწყებები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული.

კვამლის გამო ქალაქებში, მათ შორის ნიუ იორკისა და ფილადელფიაში ხილვადობა გაუარესებულია. მილიონობით ამერიკელს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. დაწყებულია პირბადეების უფასოდ დარიგება.

ბოლო მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების ინდექსი ნიუ-იორკში ნორმას 8-ჯერ აღემატება. გადადებულია ავიარეისებიც. თეთრი სახლი კანადას ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებას უგზავნის - 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე საჭირო აღჭურვილობით უკვე მობილიზებულია.




დღის ამბები