"სიენენის" აღმასრულებელი დირექტორი კრის ლიხტი 13 თვის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ "ბიბისი" წერს.
მედიის ცნობით, ლიხტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნა დაბალი რეიტინგით გამოირჩეოდა.
ლიხტის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია „სიენენის“ თანამშრომლებს „უორნერ ბრაზერსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ზასლავმა შეატყობინა.
„ჩვენ ვაცხადებთ, რომ კრის ლიხტი დატოვებს „სიენენს“ და ჩვენ ჩავატარებთ ფართო ძიებას, როგორც შიდა, ისე გარე, ახალი ლიდერისთვის. მინდოდა, ეს სიახლე პირადად ჩემგან გესმოდეთ, რადგან ეს გავლენას მოახდენს თქვენზე და თქვენს გუნდზე“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.
როგორც მედია წერს, ლიხტის გათავისუფლებას წინ უძღოდა „სიენენის“ ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელსაც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
კრის ლიხტი თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა, როდესაც Discovery გაერთიანდა „WarnerMedia-სთან, სადაც CNN, HBO და სხვები შედიან.