26 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
თავის დროზე , დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე მავალმა პატარა პარტიებმა, ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვეს, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობის" თამაშს აჰყვნენ - მიხეილ სარჯველაძე

დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე მავალმა პატარა პარტიებმა, თავის დროზე ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვეს, როდესაც არათუ მკაფიოდ არ გაემიჯნენ "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ მათ თამაშს აჰყვნენ,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

როგორც სარჯველაძე განმარტავს, "ნაციონალურ მოძრაობა" არჩევნების შემდგომ ძალიან მწვავე კრიზისს განიცდის.

"ოპოზიციას რეალურად აქვს მწვავე კრიზისი - კრიზისი გამოიხატება იმაში, რომ ერთის მხრივ დომინანტი პოლიტიკური ძალა რაც არსებობდა, წინა არჩევნების რეზულტატებიდან გამომდინარე და შემდგომ ეს კვლევებშიც ანალოგიურად ასახულია. "ნაციონალური მოძრაობა" უმძიმეს კრიზისს განიცდის არჩევნების შემდეგ, რა ვითარებაც არის შიგნით პარტიაში და რა საკვირველია დიდი პოლიტიკური პარტიის ორბიტაზე მავალი პატარა პარტიები, რომლებმაც თავის დროზე ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვეს, როდესაც არამც თუ მკაფიოდ არ გაემიჯნენ "ნაციონალურ მოძრაობას", არამედ მათ თამაშს აჰყვნენ  დაწყებული პარლამენტში არ შემოსვლით, რომელიც ძალიან დიდხანს გაიჭიმა და ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა ქვექნისთვის, საზოგადოდ და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ხელისუფლებისთვის. ამის შემდგომ იყო მთელი რიგი კასკადი შეცდომების,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები