26 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ბარიერის დაწევა, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება არის მნიშვნელოვანი - დავით კირკიტაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს საკითხები, ბარიერის დაწევა, თუმცა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება არის მნიშვნელოვანი,- ამის შესახებ დავით კირკიტაძემ " ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ეს საკითხები, ბარიერის დაწევა, თუმცა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება არის მნიშვნელოვანი. მათთვის რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენს შევთავაზეთ რომ დავსხდეთ, ვისაუბროთ ამაზე და ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა წინადადებაზე წამოვიდეთ, ვითანამშრომლოთ, რაც მოემსახურება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას და გაჯანსაღებას. მივიღეთ  მათგან პასუხი- ეს თანამშრომლობა სჭირდებათ მათ პირველ რიგში.

მეორე და მნიშვნელოვანი - ვწუხვარ, რომ სამადაშვილის და მთელი რიგი ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რიტორიკა ერთიერთში ემთხვევა, კობახიძის, თალაკვაძის და მდინარაძის მსჯელობას.  წარმატების მიღწევაში ერთობა არის მნიშვნელოვანი, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. ისე არ მოხდეს, ამ ადამიანებს მოუწიოთ მოსვლა და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის თხოვნა,"-განაცხადა დავით კირკიტაძემ. 

დღის ამბები